r/Kartvelian • u/PuzzleheadedDiver579 • 6h ago
GRAMMAR ჻ ᲒᲠᲐᲛᲐᲢᲘᲙᲐ ს-წერ, ვის ეკუთვნის ს-
ხალხო არ გავრეკო. იქნებ ვინმემ იცოდეთ ისტორიული ლინგვისტიკიდან ან სინქრონულიდანაც რა ვიცი ყველაფერს მივიღებ.
ს-წერ, ს- პრეფიქსი ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით ეკუთვნისო 3 ირიბობიექტურ პირს. ანუ ამ ლოგიკით, მაგ: რას ს-წერ? ან მართლა შეცდომაა (თანამედროვე ქართულზე არ ვლაპარაკობ, მოძველებულ ფორმებზე ვსაუბრობ), ან მაგ კონსტრუქციაში გამოდის რომ ს- 3 პირდაპირობიექტურ პირს აღნიშნავს. მთავარი სიგიჟე ჯერ ისაა რომ 3 პირი > 2 პირი იერარქიაში რატომ გამოდის??? თან 3 პირდაპირი (!) ობიექტი > 2 სუბიექტზე???
ჯერ ისე ვერ გავიგე 3 ობიექტური პირის ნიშნები და 2 სუბიექტური პირის ნიშნები ერთმანეთს რატომ ემთხვევა (ისტორიულად მაინც), თუ რამე შრომა გაქვთ ამაზე, გამოუშვით.
მერე ის ვიფიქრე იქნება და იერარქია ქართულში პირთან არაფერ შუაშია და როლებზეა დამოკიდებული და თუ ირიბი ობიექტია გარეული ზმანში, ყველა ვარიანტში სუბიექტზე მაღლა იქნება (ანუ გამოხატული იქნება).
რა ვიცი, ავირიე ხალხო. ვინმემ იცით რამე?